არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ეროვნული შეხვედრა
დღეს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზს მიეძღვნა. კონსორციუმი, რომელშიც შედის [...]
თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება საკონსულტაციო კომპანიასთან – PEM
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ქუთაისში, რომელიც მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. „ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ [...]
ფოთს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება
ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ გიორგი შუხოშვილთან და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. პოლიგონის ტერიტორია 55185 კვადრატულ [...]
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ 2014 წელს განხორციელებული და 2015 წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის პრეზენტაცია
გიორგი შუხოშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის წევრებს, სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებს, დონორი ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, 2014 წელს განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა და 2015 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. [...]
ხაშურის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ხაშურის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, [...]
მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი ქვემო ქართლში
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც მოემსახურება მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს. აღნიშნული პროექტის [...]