არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ეროვნული შეხვედრა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ეროვნული შეხვედრა

დღეს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც  საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზს მიეძღვნა.
კონსორციუმი, რომელშიც შედის საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი,” საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგარდი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“ ახორციელებს პროექტს “დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში.“ პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მხარდაჭერით.
პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამისის მეგობრები – საქართველოს მიერ შეგროვდა მონაცემები ქვეყნის მასშტაბით სტიქიური ნაგავსაყრელების შესახებ; მოეწყო არაერთი დასუფთავების აქცია; შედგა მრავალი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა/სემინარი მოსახლეობასთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მსოფლიოში ამ სფეროში არსებულ მიღწევებთან დაკავშირებით.
დღევანდელ შემაჯამებელ ეროვნულ შეხვედრაზე შეფასდა სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენა მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე, შემუშავდა რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.
პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება მარტინა კვიკი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში ევა სმედბერგი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი,
2015-05-05T12:34:08+00:00