გარემოს დაცვის ღონისძიებები
არადამაკმაყოფილებელი დიზაინის და/ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში, რეგიონულმა არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს გარემოზე. ეს ნეგატიური ზემოქმედება დაკავშირებულია ნიადაგისა და წყლის შესაძლო დაბინძურებასთან, სუნის წარმოქმნასთან, დანაგვიანებასთან, ნარჩენების შემგროვებელ მანქანებთან დაკავშირებულ დისკომფორტთან, ასევე, მწერებისა და ჰაერის ჯანმრთელობაზე გავლენასთან.
ასეთი უარყოფითი გავლენის თავიდან ასარიდებლად, შემდგომი ზომები იქნება მიღებული:
ყოველდღიურ ოპერირებასთან დაკავშირებული პროცედურები:
- განთავსება ემყარება მკაცრ და სისტემურ გეგმას ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გარემოზე რისკის მინიმუმამდე შემცირების მიზნით. შევსების გეგმის მთავარ ელემენტს ეწოდება „უჯრედი“ – ტერიტორია რომლის მაქსიმალური ზომაც ჩვეულებრივ 50 x 50 მ-ია. უჯრედი, პრაქტიკულად, ის ადგილია, სადაც განთავსდება სატვირთო მანქანებიდან მიღებული ნარჩენები, გასწორდება და დაიპრესება სპეციალური ტექნიკით, დაიფარება ნიადაგითა და ყოვედღიური საფარით. ყოველდღიურად მიწოდებული ნარჩენების მოცულობიდან გამომდინარე, უჯრედი შეივსება (2-დან 3მ-ის სიმაღლეზე) გარკვეული პერიოდის განმავლობაში (50-დან 100 დღემდე), შემდეგ კი მუდმივად დაილუქება ნიადაგისა და მცენარეების დამატებითი საბოლოო ფენებით. შემდეგ გაიხსნება ახალი უჯრედი, შევსებული უჯრედის პირდაპირ გაგრძელებით.
–> ოპერაციული პრინციპების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, მიყევით ბმულს
…წყლის რესურსებთან მიმართებით:
- ახალ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტზე წარმოქმნილი გამონაჟონი შეგროვდება სპეციალურ ავზში და დამუშავდება უკუოსმოსის სისტემით
- მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისგან დასაცავად მოეწყობა ქვედა საიზოლაციო გაუმტარი ფენა, რომელიც გამორიცხავს გამონაჟონის ნიადაგში მოხვედრას
- ობიექტს ექნება სადრენაჟო სისტემა დაბინძურებული ზედაპირული ჩამონადენის გარემოში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად
- დაბინძურებისაგან დაცვის ზომების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, ობიექტის ექსპლუატაციის ეტაპზე ჩატარდება ზედაპირული წყლის რესურსების პერიოდული მონიტორინგი
–> მშენებლობის პრინციპის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მიყევით ბმულს
…სუნთან მიმართებით:
- ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტი აღჭურვილი იქნება ნარჩენებიდან წარმოქმნილი აირების შეგროვებისა და დაწვის სისტემით, რაც უზრუნველყოფს სუნის წარმოქმნის წყაროების აღმოფხვრას
- ობიექტზე შემოსული ნარჩენების ზედაპირზე მოეწყობა ნიადაგის ყოველდღიური და შუალედური საფარი
- საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სუნის საწინააღმდეგო საშუალებები
…დანაგვიანებასთან მიმართებით:
- ქარის მიერ ნარჩენების გაფანტვის თავიდან ასაცილებლად ნარჩენების განთავსების ობიექტის გარშემო დამონტაჟდება დამჭერი ღობეები და ბადეები
- საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია უზრუნველყოფს მიმოფანტული ნარჩენების უფრო ხშირად გაწმენდას. დანაგვიანების შემთხვევები მკვეთრად შემცირდება
…ნარჩენების ტრანსპორტირებასთან მიმართებით (საცობი):
- ნარჩენების განთავსების ობიექტზე ყოველდღიურად მიმავალი ნაგავმზიდების რაოდენობის შესამცირებლად, განთავსების ობიექტზე ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული იქნება დიდი მოცულობის ნაგავმზიდები
- გადამტვირთავი სადგურებიდან ნარჩენების ნაგავმზიდებით უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია. ნარჩენების განთავსების ობიექტამდე აღნიშნული ნაგავმზიდები იმოძრავებენ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზღვრული სიჩქარისა და მართვის წესების დაცვით
- მყარი ნარჩენების კომპანიის ნაგავმზიდების მძღოლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგი.
…ნარჩენების განთავსების ობიექტის ოპერირების შესაძლებლობებთან მიმართებით:
- საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის რეგიონული განყოფილების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის თითოეული კომპონენტის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების საკითხებზე