Monthly Archives: ნოემბერი 2014

კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებული დაჯილდოვდა

2014-11-29T18:14:27+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს " მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აქტიურად იღებდა მონაწილეობას "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში  ჩატარებულ დასუფთავების აქციებში. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ევა სმედბერგთან ერთად კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებული დააჯილდოვა. ნომინაციაში, საქართველოს ყველაზე მეტად დასუფთავებული რეგიონი, სამეგრელოს რეგიონმა გაიმარჯვა. კონკურსი„სუფთა რეგიონი“ პროექტის „დავასუფთაოთ [...]

ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

2014-11-24T18:13:53+00:00

ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა დაათვალიერა. პროექტის განხორციელების მიზანი ფოთის მუნიციპალური ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრებაა. პოლიგონის ტერიტორია 55185 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე ფოთიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან, ყოველდღიურად, 100 მ³ ნარჩენი შედის. ამჟამად, მიმდინარეობს მიწანაყარი დამბისა და პოლიგონამდე მისასვლელი გზის [...]

დუშეთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

2014-11-21T18:13:04+00:00

დუშეთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს. ადგილზე არსებული ვითარება  დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორთან ნუგზარ ყიფიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. დუშეთში არსებული ნაგავსაყრელი 1940 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში გასულ [...]

სამტრედიაში პრობლემური ნაგავსაყრელის მოწყობა მიმდინარეობს

2014-11-13T18:12:22+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამტრედიაში მუნიციპიალური ნაგავსაყრელის მოწყობას ანხორციელებს. სამუშაოები, რომელიც შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ზედამხედველობით ხორციელდება დღეს მინისტრმა, დავით შვლიაშვილმა, შპს"მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორის მოადგილემ, ანდრია დვალმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ, ალექსანდრე იოსებაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს. სამტრედიის ნაგავსაყრელის მოწყობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რადგან ეს ობიექტი ოთხი მუნიციპალიტეტის - სამტრედიის, ვანის, ხონისა და [...]

დასუფთავების აქცია სოფელ მისაქციელში

2014-11-10T18:11:28+00:00

თბილისის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით  არაგვის ხეობაში, კერძოდ კი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი – გიორგი შუხოშვილი, თავის თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა.  გიორგი შუხოშვილის თქმით, უწყებას შესწავლილი აქვს მყარი ნარჩენების სტიქიური წარმოშობის კერები. „ამ აქციით მოვუწოდებთ მოსახლეობას, გონივრულად [...]

​დავით შავლიაშვილმა საგარეჯოში ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

2014-11-01T18:10:16+00:00

კახეთის რეგიონში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. დღეს, პოლიგონი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან ერთად დაათვალიერა. ქვეყნის მასშტაბით გასულ წელს  8 პრიორიტეტული ნაგავსაყრელის მოწესრიგება დასრულდა. ამჟამად,   11 მოქმედი ნაგავსაყრელის (საგარეჯო, წნორი, ლაგოდეხი, დუშეთი, ხაშური, კასპი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, მარნეული, ფოთი) საექსპლუატაციო რეჟიმში [...]