​დავით შავლიაშვილმა საგარეჯოში ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

​დავით შავლიაშვილმა საგარეჯოში ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

კახეთის რეგიონში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. დღეს, პოლიგონი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან ერთად დაათვალიერა. ქვეყნის მასშტაბით გასულ წელს  8 პრიორიტეტული ნაგავსაყრელის მოწესრიგება დასრულდა. ამჟამად,   11 მოქმედი ნაგავსაყრელის (საგარეჯო, წნორი, ლაგოდეხი, დუშეთი, ხაშური, კასპი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, მარნეული, ფოთი) საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა მიმდინარეობს და სამუშაობი წლის ბოლომდე დასრულდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი  1975 წელს მოეწყო და აღარ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს. პოლიგონზე თავისუფლად გადაადგილდებოდა დაიკვებებოდა შინაური პირუტყვიც. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტეროტორიაზე მოეწყო შიდა მიმოსვლის გზები, სანიტარული კვანძი, სახანძრო ფარი, სადარაჯო ჯიხური, განათება და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.ასევე, შემოიღობა ტერიტორია და დამონტაჟდა სპეციალური მანიშნებლები. განახლებული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ნარჩენები სპეციალურ უჯრედებში განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას. პროექტის საერთო ღირებულება 170 796 ლარს შეადგენს.

2014-11-01T18:10:16+00:00