ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა დაათვალიერა.
პროექტის განხორციელების მიზანი ფოთის მუნიციპალური ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრებაა. პოლიგონის ტერიტორია 55185 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე ფოთიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან, ყოველდღიურად, 100 მ³ ნარჩენი შედის. ამჟამად, მიმდინარეობს მიწანაყარი დამბისა და პოლიგონამდე მისასვლელი გზის მოწყობა. ასევე, ხორციელდება ტერიტორიის შემოღობვა და ელექტრიფიცირება. ნაგავსაყრელზე შეტანილი ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარება, რაც ახლომდებარე ტერიტორიაზე ანტისანიტარიის პრობლემას მოხსნის.
ფოთის ნაგავსაყრელი 1960 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ ოპერირებისთვის მიმდინარე წლის ივნისში გადაეცა. ნაგავსაყრელის კეთილმოწყობისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ კეთილმოწყობის სამუშაოები პოლიგონის ოპერირებაში გადაცემისთანავე დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულებამაც 539 700 ლარი შეადგინა.
2014-11-24T18:13:53+00:00