Monthly Archives: თებერვალი 2015

ფოთს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-02-28T12:30:20+00:00

ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ გიორგი შუხოშვილთან და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. პოლიგონის ტერიტორია 55185 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ფოთიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან, ყოველდღიურად, 100 მ³ ნარჩენი შედის. ფოთის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი რეგიონული განვითარებისა და [...]

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ 2014 წელს განხორციელებული და 2015 წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის პრეზენტაცია

2015-02-19T12:28:02+00:00

გიორგი შუხოშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის წევრებს, სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებს, დონორი ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, 2014 წელს განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა და 2015 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. გიორგი შუხოშვილის განცხადებით, 2014 წელს კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 19 ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით [...]

ხაშურის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-02-17T10:24:30+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ხაშურის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომლის ფართობი 75312.44 კვადრატული მეტრია, 1982 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 167 მ³ მოცულობის ნარჩენებით ივსება. ნაგავსაყრელი შპს „საქართველოს მყარი [...]

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი ქვემო ქართლში

2015-02-13T08:46:04+00:00

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც მოემსახურება მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის,“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ქვემო ქართლის [...]

სამუშაო შეხვედრები საკონსულტაციო კომპანიებთან

2015-02-12T08:41:08+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ქუთაისში, რომელიც მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. „ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,“ მისი დირექტორის, გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრები გამართა 11-12 თებერვალს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, პროექტის განმახორციელებელი და დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტებთან [...]