შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ქუთაისში, რომელიც მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.
„ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,“ მისი დირექტორის, გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრები გამართა 11-12 თებერვალს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, პროექტის განმახორციელებელი და დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტებთან ხელშეკრულების პირობების წინასწარი მიმოხილვა. შეხვედრას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) და სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანიების – ERM და PEMM წარომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საკონსულტაციო კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობები, ვადები და პროექტთან დაკავშირებული სხვა დეტალები.