Monthly Archives: ივლისი 2015

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონებისთვის სპეცტექნიკა შეიძინა

2015-07-30T08:36:52+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ რეგიონებში გასანაწილებლად 5 ერთეული სპეცტექნიკა - ბულდოზერი შეიძინა. ტექნიკა, სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მოემსახურება. შეძენილი ტექნიკის  საერთო ღირებულებამ 385 000 ლარი შეადგინა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-07-16T08:31:24+00:00

ნინოწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელ გაგიკ კარსლიანთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ნინოწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელი  2011 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ფართობი შეადგენს  7269.82 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე  დაახლოებით 11.6 მ³ ნარჩენი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის. ნინოწმინდის მუნიციპალური ნარჩენების [...]

ფოთის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები გადაეცა

2015-07-10T07:09:33+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ფოთის მუნიციპალიტეტს 2  ნაგავმზიდი ავტომანქანა და 450 ნარჩენების შესაგროვებელი ლითონისა და პლასტმასის ურნები გადასცა.  დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ტექნიკა ფოთის მუნიციპალიტეტთან ერთად მის მიმდებარე სოფლებსაც მოემსახურება. აღნიშნული მანქანები შეძენილი იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მთავრობის განკარგულების საფუძველზე. გადაცემის პროცესს [...]

საინიციატივო შეხვედრა „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში

2015-07-07T12:01:37+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსთვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის მოწყობას ქალაქ ქუთაისში, რომელიც ასევე მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. პროექტი მოიცავს ქუთაისში, ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობასა და არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვას, ნარჩენების მოგროვების, ასევე ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ნარჩენების გადაზიდვის სისტემის მოწყობას და გადამუშავებას დაქვემდებარებული [...]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები გადაეცა

2015-07-06T09:30:28+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2 ნაგავმზიდი ავტომანქანა და ნარჩენების 540 ერთეული ლითონისა და პლასტმასის ურნები გადასცა. ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები ზუგდიდს, ანაკლიასა და მათ მიმდებარე სოფლებს მოემსახურება. აღნიშნული მანქანები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიძინა. მანქანებისა და ურნების გადაცემის პროცესს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ [...]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები გადაეცა

2015-07-01T13:06:36+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 5 ნაგავმზიდი ავტომანქანა და 500 ნარჩენების შესაგროვებელი ლითონის ურნა გადასცა.  ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები  შავი ზღვის , კერძოდ, ურეკის, შეკვეთილისა და გრიგოლეთის სანაპირო-საკურორტო ზოლებსა და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება. აღნიშნული მანქანები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ  მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიძინა. [...]