მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონებისთვის სპეცტექნიკა შეიძინა

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონებისთვის სპეცტექნიკა შეიძინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ რეგიონებში გასანაწილებლად 5 ერთეული სპეცტექნიკა – ბულდოზერი შეიძინა. ტექნიკა, სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მოემსახურება.

შეძენილი ტექნიკის  საერთო ღირებულებამ 385 000 ლარი შეადგინა.

2015-07-30T08:36:52+00:00