საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 5 ნაგავმზიდი ავტომანქანა და 500 ნარჩენების შესაგროვებელი ლითონის ურნა გადასცა. ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები შავი ზღვის , კერძოდ, ურეკის, შეკვეთილისა და გრიგოლეთის სანაპირო-საკურორტო ზოლებსა და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება.
აღნიშნული მანქანები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიძინა.
მანქანებისა და ურნების გადაცემის პროცესს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი,გიორგი შუხოშვილი, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი – გია სალუქვაძე ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- მერაბ ჭანუყვაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი -ზაზა ურუშაძე დაესწრნენ.