Monthly Archives: ნოემბერი 2015

დმანისის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-11-28T08:30:11+00:00

დღეს, გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დმანისში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. დმანისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 1998 წლიდან ფუნქციონირებს; მისი ფართობი შეადგენს 10 027.00 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დაახლოებით 180 მ³ ნარჩენი დმანისის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის. დმანისის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 [...]

განახლებული ნაგავსაყრელი ონის მოსახლეობას

2015-11-26T10:31:03+00:00

ონში, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პარმენ მარგველიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის გამგებელ, გიორგი ლობჯანიძესთან ერთად დაათვალიერა. ნაგავსაყრელი, რომელიც 4 103.00 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ონისა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 330 მ³ ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის [...]

ზესტაფონის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

2015-11-20T08:16:29+00:00

ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე არსებული ვითარება, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან და ვახტანგ ღამბაშიზესთან ერთად დაათვალიერა. შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას. აქედან გამომდინარე, წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა [...]