ქართული დელეგაცია გერმანიაში
waste_gov_en 2016-05-31T08:51:16+00:0031-05-2016საქართველო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, კომპანიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ნარჩენების მართვის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო გამოფენას (IFAT) დაესწრნენ. [...]