სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ქვემო ქართლის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის შესახებ
waste_gov_en 2020-12-07T08:53:45+00:00საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის "ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის" პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 2020 წლის 21 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 [...]