“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”-ის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვის თარიღი შეიცვალა – საჯარო განხილვა გაიმართება 2022 წლის 27 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვის განახლებული დრო და ადგილი:
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. დიდინეძის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში, 27 მაისს 12:00 სთ-ზე,
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. ცაცხვის საბაზო სკოლის შენობაში, 27 მაისს 16:00 სთ-ზე.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განცხადება, დანართები და Shp ფაილები იხილეთ ბმულზე.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 7 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
შეგახსებთ, რომ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”-ის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2022 წლის 1 აპრილს წარადგინა “გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების” მიღების თაობაზე.
ანგარიშის მიხედვით, პროექტის განხორციელების პროცესში, გათვალისწინებული იქნება ყველა შემარბილებელი ღონისძიება; ახალი ობიექტის მშენებლობა და ოპერირება განხორცილედება საერთაშორისო სტანდარდების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, რაც უზრუნველყოფს რეგიონში სანიტარულ-ჰიგიენური და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
”მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში”, მოიცავს თითოეული რეგიონისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობასა და მუნიციპალიტეტების აღჭურვას ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით. ასევე, ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, საპროექტო რეგიონებში არსებული (ძველი) ნაგავსაყრელები ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.
პროექტი ხორციელდება საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მხარდაჭერით. ორივე რეგიონისთვის პროექტის ღირებულება ჯამში 30 მლნ ევრო სესხსა და 2 მლნ ევრო გრანტს შეადგენს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.