waste_gov_en

About waste_gov_en

This author has not yet filled in any details.
So far waste_gov_en has created 357 blog entries.

ქართულმა მხარემ სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარა

2019-05-24T07:57:41+00:00

23/05/2019- შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებმა სახიფათო ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარეს. შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოსა (SEPA) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, "ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერა და შესაძლებლობების ზრდა საქართველოში 2016-2019" პროექტის ფარგლებში, ორდღიანი ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული პროექტი სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვასა და მწარმოებლის პასუხისმგებლობაზეა ორიენტირებული. მისი მთავარ [...]

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ნარჩენების საკითხებზე მოსმენა გაიმართა

2019-03-28T14:52:37+00:00

28/03/2019 -გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ კაციასა და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორს, გიორგი შუხოშვილს მოუსმინეს. მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მხარეებმა ქვეყანაში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის -თვითმმართველობების [...]

საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება

2019-01-24T11:25:08+00:00

24/01/2019- საქართველოს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და ფრანგულ-სლოვენიურ კონსორციუმ „სადე-რიკოს“ (Sade Riko)  შორის  დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრი  მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის დელეგაციის ელჩის  მოადგილე  საქართველოში კარლო ნატალე,  გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის [...]

საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა გაუმჯობესდება

2018-10-30T12:37:02+00:00

30/10/2018-საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და პროექტ  „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა - ქუთაისი“-ს ინიციატივით, საქართველოში ნარჩენების სეპარირების, შეგროვებისა და რეციკლირების სისტემის ეფექტურად დანერგვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის [...]

მცხეთა-მთიანეთს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნები გადაეცა

2018-06-27T10:55:32+00:00

27/06/2018 - მცხეთის მუნიციპალიტეტში 300 ერთეული, ხოლო მთლიანად რეგიონში ჯამში 550 კონტეინერი გადანაწილდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი  ევროსტანდარტების შესაბამისი 10 000 ახალი ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი მცხეთის [...]

ქართულმა მხარემ სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროში შვედეთის გამოცდილება გაიზიარა

2018-06-04T11:54:43+00:00

04/06/2018 - შვედეთში სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროს შესახებ სასწავლო ტური გაიმართა. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან , ნოდარ კერესელიძესთან  ერთად სტოკჰოლმში შვედი კოლეგების გამოცდილება გაიზიარა. სასწავლო ტურის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების გაძლიერება, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის EPR, სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის [...]

რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ურნები დარიგდება

2018-05-29T09:38:07+00:00

29/05/2018 - საქართველოს რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ურნები დარიგდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჯამში მუნიციპალიტეტებში 10 ათასი კონტეინერი გადანაწილდება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში სისუფთავის შენარჩუნებასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი თელავში, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესა და [...]

დასუფთავების აქციები გრძელდება

2018-05-03T11:44:40+00:00

04/04/2018 - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“  ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალური სერვისებითან“ ერთად ქუთაისში დასუფთავების აქციებს აგრძელებს. აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობას შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა“ და ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ. [...]

დასუფთავების აქცია ქუთაისში

2018-03-22T07:20:58+00:00

20/03/2018 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალურ სერვისებთან" ერთად ქუთაისში დასუფთავების აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. დასუფთავების აქციას ქუთაისის მერი  გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი [...]

პოლონელები რუსთავის ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ

2017-10-09T09:43:35+00:00

09.10.2017 – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილეებმა, ვახტანგ ბარამიამ და დავით ჭავჭანიძემ,  პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციასთან ერთად, რუსთავის ნაგავსაყრელი მოინახულეს. პოლონური მხარე საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დასრულდა. დაიხურა ძველი უჯრედი და ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი უჯრედი მოეწყო. პოლონეთის [...]

გიორგი შუხოშვილი პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციას შეხვდა

2017-10-06T10:15:12+00:00

10/06/2017 - მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაცია საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.  დელეგაციის წარმომადგენლებსა და ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტს, ვოიჩეხ იანკას, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და მისი მოადგილეები შეხვდნენ. მხარეებმა ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმი პოლონეთში დაფუძნდა, რომელსაც 240 [...]

ბაკურიანის ნაგავსაყრელი შესაბამისი სტანდარტებით დაიხურა

2017-08-17T06:52:12+00:00

17/08/2017 - ბაკურიანში  ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას.  წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით. ამ გეგმის გათვალისწინებით დაიხურა ბაკურიანის არსებული ნაგავსაყრელიც, რომელიც [...]