სკოპინგის ანგარიში ქვემო ქართლის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის შესახებ

სკოპინგის ანგარიში ქვემო ქართლის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  ქვემო ქართლის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის შესახებ სკოპინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

სკოპინგის განცხადება, სკოპინგის ანგარიში და Shp ფაილები იხილეთ ბმულზე 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 25 დეკემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

 

შეგახსენებთ, რომ ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა დაგეგმილია ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში. ახალი ობიექტი რეგიონის 5 მუნიციპალიტეტის (თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი) 200 ათასზე მეტ მოსახლეს მოემსახურება.  პროექტი ასევე ითვალისწინებს  მუნიციპალიტეტების  ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას, რაც უფრო ეფექტურს გახდის დასუფთავების სისტემას და რეგიონში გააუმჯობესებს სანიტარულ პირობებს.  ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მოწყობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება. რეგიონში ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები, რაც მოსახლეობის გარემო და საცხოვრებელ პირობებს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

პროექტი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

2020-12-16T11:23:58+00:00