„დავასუფთაოთ მსოფლიო“

„დავასუფთაოთ მსოფლიო“

20/09/2019- საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაც შეუერთდა.

ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 20-22 სექტემბერს საერთაშორისო კამპანიები „დავასუფთავოთ მსოფლიო” (Clean Up the World) და „მსოფლიო დასუფთავების დღე” იმართება.

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების აქციაში ჩართულები არიან შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. აქციას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი კომპანიის თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა.

კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში, დასუფთავების აქციები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს 1000-მდე ლოკაციას მოიცავს.
დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან („დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“) ერთად.

2019-09-20T11:12:55+00:00