კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოება

კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოება

28/01/2020 – თბილისის საკრებულოში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

წელს, „სუფთა რეგიონის“ კონკურსი  8 ნომინაციაში ჩატარდა.  მონაწილეებმა ორგანიზატორებს წარუდგინეს ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

„სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი

„სუფთა ქალაქი“ – ქ. ზუგდიდი

„სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

„სუფთა სოფელი“ – ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)

„ლამაზი აივანი“ – ქ. მცხეთა ლილი კაპანაძე სახლის აივანი

„სუფთა ქუჩა“ -ქ. თბილისი, ს. ზაქარიაძის ქუჩა

„საწარმოს ლამაზი ეზო“ – ქ. თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო

„ლამაზი ეზო”- ქ. გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომი, განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილსი (შვედეთის საელჩო საქართველოში), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროექტის ფარგლებში შექმნილი კომისიისა და პროექტის „დავიცვათ საქართვლოს სისუფთავე“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წევრები.

კონკურსი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა . პროექტს ახორციელებენ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან , სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

2020-01-28T09:54:27+00:00