Uncategorized @ka

გურიის რეგიონი დამსვენებლებს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით დახვდება

2022-06-20T11:00:43+00:00

17/06/2022 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის მოწყობის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების სამუშაოები დაასრულა.  პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 3.1 მილიონი ლარია. განახლებული ბულვარი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი [...]

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა (დონორი:EU, KfW)

2022-06-03T12:12:05+00:00

03/06/2022 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მუხიანში, “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტის ფარგლებში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს [...]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა გაიმართა (დონორი-KfW)

2022-05-27T14:07:35+00:00

27/05/2022 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და დიდინეძში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს ორგანიზებით გაიმართა, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (ISWM II) - კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის” ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს. [...]

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის თარიღი შეიცვალა (ფინანსური მხადაჭერა: EU, KfW)

2022-06-03T12:14:04+00:00

“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” ფარგლებში, იმერეთისა და  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის თარიღი შეიცვალა - საჯარო განხილვა გაიმართება 2022 წლის 3 ივნისს, 13:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის ადმინისტრაციულ შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. სკოპინგის [...]

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის შესახებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვის თარიღი შეიცვალა (ფინანსური მხარდაჭერა: KfW)

2022-06-03T12:15:20+00:00

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”-ის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვის თარიღი შეიცვალა  -  საჯარო განხილვა გაიმართება 2022 წლის 27 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვის განახლებული დრო და ადგილი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. დიდინეძის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში, 27 მაისს [...]

“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა (დონორი: EU, KfW)

2022-05-11T10:19:21+00:00

11/05/2022 – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინიციატივით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში მონიტორინგის კომიტეტის (MC) მორიგი  შეხვედრა გაიმართა. მონიტორინგის კომიტეტის (MC) მთავარ მიზანს წარმოადგენს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.  კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, [...]

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 19 მაისს გაიმართება (ფინანსური მხადაჭერა: EU, KfW)

2022-05-02T15:14:24+00:00

“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” ფარგლებში, იმერეთისა და  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2022 წლის 19 მაისს, 11:00 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი მუხიანის ადმინისტრაციულ შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. სკოპინგის განცხადება და სკოპინგის ანგარიში ხელმისაწმვდომია [...]

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის შესახებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა 19-20 მაისს გაიმართება (ფინანსური მხარდაჭერა: KfW)

2022-04-18T11:53:59+00:00

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”-ის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფ. ცაცხვის საბაზო სკოლაში და  სოფ. დიდინეძის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.  საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.  დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და [...]

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიში (ფინანსური მხადაჭერა: EU, KfW)

2022-05-02T15:15:41+00:00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიში გამოაქვეყნა. სკოპინგის განცხადება და სკოპინგის ანგარიში ხელმისაწმვდომია ბმულზე. სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 23 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 [...]

ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო კომპონენტის ანგარიშის წარდგენა

2022-03-31T20:59:41+00:00

31/03/2022 -“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ დამხმარე ღონისძიებების საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ (PEM CONSULT), საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ერთად,  საპროექტო რეგიონების წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებსა და პროექტის დაინტერესებულ მხარეებს, საკონსულტაციო მომსახურების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს” გერმანიის რეკონსტრუქციის [...]

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით ზუგდიდში ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მშენებლობა წელს დაიწყება

2022-03-25T11:02:23+00:00

22/03/2022 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის” ხორციელდება საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით (სესხისა და გრანტის ოდენობა [...]

“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

2022-03-16T10:55:36+00:00

11/03/2022 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინიციატივით, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის (MC) პირველი შეხვედრა გაიმართა. მონიტორინგის კომიტეტის (MC) მთავარ მიზანს წარმოადგენს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. კომიტეტი შეიქმნა ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის ბაზაზე, მათ შორის [...]