Uncategorized @ka

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგ ანგარიში

2020-06-02T10:39:37+00:00

1/06/2020-„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების  ობიექტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სკოპინგ ანგარიში გამოაქვეყნა. ობიექტის მშენებლობის პროცესში საზოგადოების ადრეულ ეტაპზე ჩართვის მიზნით, კომპანია  მზადაა მიიღოს რჩევები და შენიშვნები ყველა დაინტერესებული მხარისგან ანგარიშის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოფიციალურად წარდგენამდე.  შემოსული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება პროექტის მიმდინარეობისას. სკოპინგის ანგარიშს, პრეზენტაციასა [...]

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

2020-02-20T10:21:42+00:00

18/02/2020- დღეს, სასტუმრო „მოქსი“-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში   ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის პროექტის „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა“ მხარდაჭერით ტარდება.  სემინარს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გახსნა, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, [...]

ახალი რეგიონული ნაგავსაყრელები- შეხვედრა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობაზე

2020-02-06T12:33:01+00:00

06/02/2020 - „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებს, საერთაშორისო პროექტების კონსულტანტებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად რეგიონული ნაგავსაყრელების პროექტების კონსულტანტების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვას ისახავდა. მხარეებმა განიხილეს რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობის ადგილის შერჩევის დროს გამოვლენილი მთავარი გამოწვევები და ამ პროცესში საზოგადოების [...]

კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოება

2020-01-28T09:54:27+00:00

28/01/2020 - თბილისის საკრებულოში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. წელს, „სუფთა რეგიონის“ კონკურსი  8 ნომინაციაში ჩატარდა.  მონაწილეებმა ორგანიზატორებს წარუდგინეს ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: „სუფთა რეგიონი“ - კახეთის რეგიონი „სუფთა ქალაქი“ - ქ. ზუგდიდი „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი „სუფთა [...]

შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ახალი რეგიონული ნაგავსაყრელები აშენდება

2019-10-31T11:01:03+00:00

29/10/2019- მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და საკონსულტაციო კომპანია COWI-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას  „ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების შესახებ. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა „ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის დეტალები განიხილეს. პროექტი  მოიცავს სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და  შიდა ქართლის რეგიონებში ახალი, ევროპული  სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობასა და ნარჩენების მართვის გამართული სისტემის [...]

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელები აშენდება

2019-11-04T08:52:04+00:00

23/09/2019- საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმავს. კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა  პროექტის განმახორციელებელ და დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გამოცხადებული ტენდერის შედეგად, პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტად კომპანია CDM Smith, [...]

„დავასუფთაოთ მსოფლიო“

2019-09-20T11:12:55+00:00

20/09/2019- საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაც შეუერთდა. ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 20-22 სექტემბერს საერთაშორისო კამპანიები „დავასუფთავოთ მსოფლიო” (Clean Up the World) და „მსოფლიო დასუფთავების დღე” იმართება. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა დასუფთავების აქციაში ჩართულები არიან შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი და „საქართველოს [...]

შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ანგარიში

2019-08-15T10:38:16+00:00

15/08/2019 -შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ 2018 წლის ანგარიშში წარმოგიდგენთ განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწევებს. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ 2018 წელს დაიწყო შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სისტემის დანერგვა. სისტემის მთავარი მიზანი კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ 54 ნაგავსაყრელსა (რომელთა შორის 33 ნაგავსაყრელი ამ დრომდე ოპერირებს) და ნარჩენების 5 გადამტვირთავ სადგურზე თანამშრომლების [...]

ქართულმა მხარემ სახიფათო ნარჩენების მართვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარა

2019-05-24T07:57:41+00:00

23/05/2019- შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებმა სახიფათო ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარეს. შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოსა (SEPA) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, "ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერა და შესაძლებლობების ზრდა საქართველოში 2016-2019" პროექტის ფარგლებში, ორდღიანი ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული პროექტი სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვასა და მწარმოებლის პასუხისმგებლობაზეა ორიენტირებული. მისი მთავარ [...]

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ნარჩენების საკითხებზე მოსმენა გაიმართა

2019-03-28T14:52:37+00:00

28/03/2019 -გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ კაციასა და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორს, გიორგი შუხოშვილს მოუსმინეს. მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მხარეებმა ქვეყანაში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის -თვითმმართველობების [...]

საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება

2019-01-24T11:25:08+00:00

24/01/2019- საქართველოს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და ფრანგულ-სლოვენიურ კონსორციუმ „სადე-რიკოს“ (Sade Riko)  შორის  დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრი  მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის დელეგაციის ელჩის  მოადგილე  საქართველოში კარლო ნატალე,  გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის [...]

საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა გაუმჯობესდება

2018-10-30T12:37:02+00:00

30/10/2018-საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და პროექტ  „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა - ქუთაისი“-ს ინიციატივით, საქართველოში ნარჩენების სეპარირების, შეგროვებისა და რეციკლირების სისტემის ეფექტურად დანერგვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის [...]