23/05/2019- შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებმა სახიფათო ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარეს. შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოსა (SEPA) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, “ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერა და შესაძლებლობების ზრდა საქართველოში 2016-2019” პროექტის ფარგლებში, ორდღიანი ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული პროექტი სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვასა და მწარმოებლის პასუხისმგებლობაზეა ორიენტირებული. მისი მთავარ მიზანს საქართველოში ნარჩენების მართვის ახალი სისტემის გაუმჯობესება, ასევე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნარჩენების მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა წარმოადგენს.
ტრენინგზე განხილული იყო სახიფათო ნარჩენების შეგროვების, ასევე სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობისა და მართვის საკითხები.
ტრენინგს კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, აგრეთვე საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და შპს „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ.