სიახლეები

ოზურგეთის განახლებული ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში შევიდა

2014-05-08T15:38:20+00:00

2014 წლის 8 მაისს შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენებისმართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგიშუხოშვილმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, გუბერნატორისმოადგილემ, მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთისმუნიციპალიტეტის რეაბილიტირებული/კეთილმოწყობილისაყოფაცხოვრებო ნარჩენების სანიტარიული  ნაგავსაყრელიგახსნეს და ექსპლუატაციაში გაუშვეს. ქ. ოზურგეთის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენებისკომპანიის“ საკუთრებაში 2013 წელს გადავიდა. პოლიგონის კეთლმოწყობის პროექტისფარგლებში, ჩატარდა რიგი სამუშაოები: ნაგავსაყრელის ტერიტორია შემოიღობა, მასზე განთავსდასადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი დაამკრძალავი ნიშანი; ასევე, ადგილზე დამონტაჟდა 60-ტონიანი სამანქანე სასწორი; მოხდა ტერიტორიისელექტროფიცირება; მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. გარდა ამისა, პოლიგონზე განთავსდათიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შეტანილი ნარჩენები გადაიფარება. გადანაყრები [...]

ამბროლაურში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა

2014-04-24T15:37:15+00:00

შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პარმენ მარგველიძემ, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ასლან საგანელიძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დღეს საექსპლუატაციოდ მომზადებული ამბროლაურის ნაგავსაყრელი გახსეს. ეს ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნაჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წლის 10 მაისს გადაეცა. იმ დროისთვის პოლიგონზე რთული ვითარება იყო. წლების [...]

ქალაქ ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია

2014-04-14T15:36:16+00:00

პარასკევს 11 აპრილს  ქ.ქუთაისის ნიკეას ქუჩის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება  დასუფთავების აქცია, აქციის სახელწოდებაა „დავასუფთაოთ ქუთაისი,“ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შპს„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და კომპანიის თანამშრომლების სრული შემადგენლობა, ქ.ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია, მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კირკიტაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ქ. ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. მოახლოებულ სააღდგომო [...]

თელავის განახლებული ნაგავსაყრელის დათვალიერება

2014-04-06T15:35:33+00:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა თელავის განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერეს. თელავის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდა. ნაგავსაყრელზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ნაგავსაყრელი გარემოს დაცვის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.  მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოწვეული საფრთხეებისგან დაცულები არიან. გარემოსა და ბუნებრივი [...]

დავით ნარმანიამ ეკოლოგიის უსაფრთხოების დოქტრინის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

2014-03-25T15:33:56+00:00

დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის ორგანიზებით, ეკოლოგიის უსაფრთხოების დოქტრინის განხილვა მოეწყო. აღნიშნულ ღონისძიებას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეკოლოგიური საფრთხეებისა და  მათი განეიტრალების სტრატეგიებისა და მეთოდების შესახებ.განსახილველ საკითხებს შორის იყო ეკოლოგიურად სუფთა საკვებით უზრუნველყოფის პრობლემები, დასუფთავება და ნარჩენების უტილიზაცია და სხვა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში [...]

იტალიელები მყარი ნარჩენების გადამუშავებით დაინტერესდნენ

2014-03-24T15:32:19+00:00

მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით საქართველოში იტალიური ბიზნესორგანიზაციაც დაინტერესდა. აღნიშნულ საკითხზე სამუშაო შეხვედრა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია „ENTSORGA“-ს წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე, შპს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და სხვები. იტალიურმა ბიზნესორგანიზაციამ ქართულ მხარეს მათი საქმიანობის სფერო და [...]

„ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს საჯარო განხილვა

2014-03-18T15:30:22+00:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნარჩენების მართვის კოდექსი"-ს საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვაში მონაწილეობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გარემოს დაცვის განყოფილების უფროსმა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს. „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს ნარჩენების მართვის სფეროში იურიდიული საფუძვლების შექმნის ისეთი ღონისძიებების დანერგვას, [...]

თელავის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში შევიდა

2014-03-04T15:29:01+00:00

პოლიგონზე განთავსებულია თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შეტანილი ნარჩენების გადაფარვა მოხდება. ამასთან, პერმანენტულად ხდება გადანაყრებისა და საიზოლაციო ფენის შემკვრივება ვიბროსატკეპნის მეშვეობით. თელავის მოწესრიგებული ნაგავსაყრელი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა. ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა და [...]

დავით ნარმანიამ, გიორგი შუხოშვილმა და KfW-ს წარმომადგენლებმა 22 მილიონი ევროს განკარგვის შესახებ „განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი

2017-04-19T01:34:45+00:00

„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას ქუთაისში და ძველი ნაგავსაყრელის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დახურვას. პროექტში, ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროგრამების დაფინანსებას მოიცავს.  მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობის მიზნით შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური [...]

„განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი

2014-03-02T22:34:10+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის „განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განხორციელებას, რომლის პირობების ფარგლებშიც მოხდება პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი 22 მილიონი ევროს განკარგვა. „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 [...]

ქვემო ქართლში მყარი ნარჩენების მართვის კუთხით EBRD 14 მილიონი ევროს ღირებულების სამუშაოებს დააფინანსებს

2014-02-14T15:26:30+00:00

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა შპს „ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, აქტიურად ჩაერთოს პროექტის განხორციელებასა და სამუშაოების მაღალკვალიფიციურ შესრულებაში. შესაბამის ხელშეკრულებაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ახალციხის განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა

2014-01-02T22:32:52+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, მინისტრის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საექსპლუატაციოდ მომზადებული მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი გახსნეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული ახალციხის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი კომპანიას საკუთრებაში 2013 წლის 10 ივლისს გადაეცა. პოლიგონის მოწესრიგებისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში შპს „ალიანსმა“ [...]