ოზურგეთის განახლებული ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში შევიდა

ოზურგეთის განახლებული ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში შევიდა

2014 წლის 8 მაისს შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენებისმართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგიშუხოშვილმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, გუბერნატორისმოადგილემ, მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთისმუნიციპალიტეტის რეაბილიტირებული/კეთილმოწყობილისაყოფაცხოვრებო ნარჩენების სანიტარიული  ნაგავსაყრელიგახსნეს და ექსპლუატაციაში გაუშვეს.

ქ. ოზურგეთის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენებისკომპანიის“ საკუთრებაში 2013 წელს გადავიდა. პოლიგონის კეთლმოწყობის პროექტისფარგლებში, ჩატარდა რიგი სამუშაოები: ნაგავსაყრელის ტერიტორია შემოიღობა, მასზე განთავსდასადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი დაამკრძალავი ნიშანი; ასევე, ადგილზე დამონტაჟდა 60-ტონიანი სამანქანე სასწორი; მოხდა ტერიტორიისელექტროფიცირება; მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. გარდა ამისა, პოლიგონზე განთავსდათიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შეტანილი ნარჩენები გადაიფარება. გადანაყრები და საიზოლაციოფენა, ბულდოზერის მეშვეობით, პერმანენტულად შემკვრივდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამიერიდან, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებონარჩენები, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით, განთავსდება უსაფრთხოდ. ნაგავსაყრელისშემდგომი ექსპლუატაცია ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზემავნე ზემოქმედების პრევენციას.

2014-05-08T15:38:20+00:00