საერთაშორისო ტენდერი

საერთაშორისო ტენდერი 2024-10-17T10:20:59+00:00

საერთაშორისო ტენდერი

 

სამეგრელო-ზემო სვანეთში ნარჩენების გადამტვირთავი 2 სადგურის მოწყობა და ფოთის არსებული ნაგავსაყრელის დახურვა

 

სატენდერო განცხადება

ქვეყანა:

საქართველო

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა:

02.12.2024წ

დაფინანსება:

KfW გერმანიის განვითარების ბანკი

ტენდერის დასახელება:

ფოთის არსებული ნაგავსაყრელის დახურვის და ნარჩენების გადამტვირთავი ორი სადგურის (ფოთი და ლახანი) მშენებლობა.

პროექტის ნომერი:

ICB ნომერი: ICB/W/SZS/02

BMZ No: 2015 68 260

KfW შესყიდვის No500772

 

პროექტის სახელი:

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები, საქართველო

შეტყობინების ტიპი:

საერთაშორისო საკონკურსო? ტენდერის (ICB) პროცედურა კვალიფიკაციით

ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მოკლე აღწერა:

შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია (SWMCG), როგორც დამსაქმებელი, მიზნად ისახავს კვალიფიციური პრეტენდენტის შერჩევას და ხელშეკრულების გაფორმებას შემდეგი სამუშაოებისთვის:

  • ფოთის არსებული ნაგავსაყრელის დახურვა;
  • ფოთსა და ლახანში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობას

ასევე, ხელშეკრულების მიხედვით, შერჩეული პრეტენდენტი პასუხისმგებელი იქნება როგორც ნაგავსაყრელის დახურვის, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე მითითებული მოთხოვნებისა და პროექტის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად.

მისამართი, სადაც შესაძლებელია სატენდერო დოკუმენტაციის მიღება

დაინტერესებულ პრეტენდენტებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისგან (SWMCG)

ადრესატი: თამარ ძიმისტარიშვილი

მისამართი: საქართველო, თბილისი 0186, ა.პოლიტკოვსკაიას ქ.N14

შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია (SWMCG)

 

სრული სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართით:

ადრესატი: თამარ ძიმისტარიშვილი

იმეილი: t.dzimistarishvili@hotmail.com

სატენდერო პროცესი ჩატარდება exficon.de ელექტრონული შესყიდვების პორტალის მეშვეობით და მისი გამოყენების პირობების გათვალისწინებით. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, პრეტენდენტები უნდა დარეგისტრირდნენ exficon GmbH ვებგვერდზე.

 

ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ოპერირებისთვის საჭორო ტექნიკა

 

ბოლო ვადა: 2024 წლის 11 ივნისი 15:00 სთ თბილისის დროით (12:00 სთ ინგლისის დროით)

ქვეყანა: საქართველო

EBRD შესყიდვის N°: 23623248

შესყიდვის მეთოდი: ერთ საფეხურიანი ღია ტენდერი

შემსყიდველი: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“

პროექტი:  „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი “

 

პროექტის აღწერა:

ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მყარი ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტის მიზანია ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა. რომელიც მოემსახურება აღნიშნული რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი).

 

შესასყიდი საქონელი: 

ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ოპერირებისთვის შესასყიდი საჭირო ტექნიკა.

ტენდერი ჩატარდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ელ-პლატფორმაზე (ECEPP). მონაწილეებს შეუძლიათ გაეცნონ ტენდერს ქვემოთ მოცემულ ლინკზე გადასვლით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ელ-პლატფორმაზე რეგისტრირებულ მონაწილეებს შეეძლებათ პირდაპირ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას. დაურეგისტრირებელი მონაწილეები მხოლოდ რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეძლებენ სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობას:

https://ecepp.ebrd.com/respond/Y32N627Q8M

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების აღჭურვილობის შესყიდვა

 

ქვეყანა

საქართველო

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა

06.11.2023

ტენდერის ნომერი

500774

როექტის სახელი

მყარი ნარჩენების  ინტეგრირებული მართვის პროგრამა II კახეთისა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონები

შეტყობინების ტიპი

ტენდერი მიწოდების ხელშეკრულებაზე

ტენდერში შესული საქონლის/მომსახურების მოკლე აღწერა

შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია (SWMCG) იწვევს სატენდერო წინადადებებს უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან ქვემოთ მითითებულ ორ ლოტზე.

ლოტი 1: აღჭურვილობა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურებისთვის

1) 4 ერთეული შორ მანძილზე გადამტვირთავი მანქანა

2) 11 ერთეული Roll-on/Roll-off კონტეინერი 35 მ³ ტევადობით

3) 2 ერთეული Roll-on/Roll-off კონტეინერი 30 მ³ ტევადობით

4) სატვირთო

5) პიკაპ ტიპის სატვირთო მანქანა – A ტიპის

6) პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანა – B ტიპის

7) წყლის ავზი

8) საწვავის მობილური ავზი კომპაქტორისთვის

დამატებითი/არჩევითი

9)   2 ერთეული შორ მანძილზე გადამტვირთავი მანქანა

10) 2 ერთეული Roll-on/Roll-off კონტეინერი 35 მ³ ტევადობით

11) მინივენი -8 ადგილიანი

ლოტი 2: სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისათვის

1) ფოლადის ბორბლებიანი კომპაქტორი

2) ბულდოზერი

3) ტრაქტორი

პრეტენდენტებს უფლება აქვთ წინადადება წარადგინო როგორც ერთ ლოტზე ასევე ლოტთა ერთობლიობაზე.

დაინტერესებულ პრეტენდენტებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და სატენდერო დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე:

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ (SWMCG)

პროგრამის კოორდინატორი: თამარ ძიმისტარიშვილი

ელექტრონული ფოსტის მისამართი: t.dzimistarishvili@hotmail.com

ტენდერთან დაკავშირებით შემოსულ კითხვებზე პასუხები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: ბმული 1 / ბმული 2 

 

 

მოწვევა სატენდერო  წინადადებების წარსადგენად

ქვეყანა: საქართველო

პროექტი: მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები

KfW No.: 509333

ICB No.: ICB/W/SZS/01
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 18 სექტემბერი, 2023.

შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის (SWMCG) მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით ხორციელდება „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში“. პროექტის ფარგლებში იგეგმება ზუგდიდის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  მშენებლობა და ზუგდიდის არსებული ნაგავსაყრელის დახურვა. ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა მოიცავს გამონაჟონის გამწმენდი ნაგებობის დიზაინის მომზადებასა და მშენებლობას.

შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია (SWMCG) ამჟამად აცხადებს უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან დალუქული სატენდერო  წინადადებების მიღებას ზუგდიდის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ზუგდიდის არსებული ნაგავსაყრელის დახურვისთვის.

ტენდერი ჩატარდება საკვალიფიკაციო ეტაპის შემცველი  საერთაშორისო სატენდერო პროცედურით, როგორც ეს მითითებულია  KfW-ს „პარტნიორებთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების, სამუშაოების,  საქონლისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სახელმძღვანელო პრინციპებში“ („KfW სახელმძღვანელო“), რომელიც  2021 წლის იანვარში იქნა განახლებული.

დაინტერესებულ პრეტენდენტებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისგან (SWMCG)

საყურადღებოდ: თამარ ძიმისტარიშვილს

მისამართი: N14 ა. პოლიტკოვსკაიას ქ, თბილისი, საქართველო 0186

შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია (SWMCG)

სატენდერო დოკუმენტაციის სრული კომპლექტის მიღება შესაძლებელია ელ-ფოსტის შემდეგი მისამართზე:

თამარ ძიმისტარიშვილი, ელ-ფოსტა: t.dzimistarishvili@hotmail.com

პრეტენდენტებს მოეთხოვებათ დაასახელონ ერთი საკონტაქტო პირი (სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი). მონაცემები უნდა გადაეგზავნოს შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ელექტრონული ფოსტით (t.dzimistarishvili@hotmail.com) სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადის გასვლამდე მინიმუმ შვიდი (7) დღით ადრე. წარდგენილი პირების მონაცემები გამოყენებული იქნება ამ სატენდერო წინადადების ელექტრონული შესყიდვების სისტემის  შესაქმნელად. KfW-ს მიერ დამტკიცებული  ელექტრონული შესყიდვების სისტემის ოპერატორი exficon GmbH, ფრანკფურტი, დაუკავშირდება ელექტრონულ წარდგენაზე უფლებამოსილ პირებს  ელექტრონული მოწვევის წერილით  სადაც მოცემული იქნება სისტემაში წვდომის ბმული. ამ წერილის მიღების შემდეგ მიზანშეწონილია   სისტემაში შესვლა, რათა დარწმუნდეთ, რომ ტექნიკური სირთულეები არ არის.

სატენდერო პროცესი ჩატარდება exficon.de ელექტრონული შესყიდვების პორტალით და მისი გამოყენების პირობების გათვალისწინებით. პრეტენდენტები უნდა იყვნენ დარეგისტრირებულნი exficon GmbH ვებგვერდზე, რათა მიიღონ მონაწილეობა ამ ტენდერში.

საკვალიფიკაციო დოკუმენტები და სატენდერო წინადადებები უნდა იყოს დასკანერებული და ატვირთული https://exficon.de/tad/current-tenders / 18/09/2023-მდე ან უფრო ადრე. დაგვიანებული საკვალიფიკაციო დოკუმენტი და წინადადებები უარყოფილი იქნება.

Exficon.de ელექტრონული შესყიდვების პორტალზე პირველ საჯარო სესიაზე ავტომატურად გაიხსნება მხოლოდ საკვალიფიკაციო დოკუმენტები და გახსნის პროცესის ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება გახსნის ოქმის ფანჯრის საშუალებით. მეორე საჯარო სესიაზე გაიხსნება მხოლოდ იმ პრეტენდენტების წინადადებები, რომლებმაც დააკმაყოფილეს საკვალიფიკაციო კრიტერიუმები.

პრეტენდენტები, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

  1. მინიმალურ საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა -10 მილიონ ევროს ეკვივალენტი (ათი მილიონი ევრო), ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში;
  2. სატენდერო წინადადების წარდგენამდე ბოლო ათი (10) წლის განმავლობაში პრეტენდენტმა როგორც მთავარმა კონტრაქტორმა, ერთობლივი საწარმოს წევრმა, მმართველმა  კონტრაქტორმა,  ან ქვეკონტრაქტორმა დამაკმაყოფილებლად შეასრულა ერთი (1) მსგავსი ხელშეკრულება მინიმალური ღირებულებით 7.5 მილიონი ევროს ეკვივალენტი (შვიდი მთელი ხუთი მეათედი მილიონი ევრო) თითოეულზე;
  3. პრეტენდენტს აქვს წვდომა ან ფლობს ლიკვიდურ აქტივებს, დაუტვირთავ უძრავ ქონებას,  საკრედიტო ხაზებს და სხვა ფინანსური საშუალებებს (სახელშეკრულებო წინასწარი გადახდის ვალდებულების გარეშე), რომლებიც საკმარისია მშენებლობის  ფულადი სახსრების მოძრაობის  მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ მოთხოვნების საანგარიშო მოცულობაა  1,500,000 ევრო (ერთი მილიონ და ხუთასი ათასი ევრო);
  4. გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების  მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

ყველა წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების გარანტია 200,000 ევროს ოდენობით.

ტენდერთან დაკავშირებით შემოსულ კითხვებზე პასუხები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: ბმული 1 / ბმული 2 / ბმული 3/ ბმული 4

 

 

 

 სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შესყიდვა 

ოლო ვადა2023 წლის 21 თებერვალი 17:00 თბილისის დროით (13:00 სთ. ბრიტანეთის დროით)

შესყიდვის N°: 23622475

 

წინასაკვალიფიკაციო შერჩევა

შემსყიდველი: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია “

პროექტი:  „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი “

პროექტის აღწერა:

„ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი“ გულისხმობს ქვემო ქართლში, ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, რომელიც მოემსახურება რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო).

 

შესასყიდი მომსახურება

შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების მომსახურეობა გულისხმობს, ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  მშენებლობას, რომელიც მოიცავს ნარჩენების განთავსების უჯრედების მოწყობას, დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობას, წყლის გამწმენდი და გაზის შემკრები სისტემების მონტაჟს,  ობიექტზე მისასვლელი 1.8 კმ. გზის მოწყობის ჩათვლით.

https://ecepp.ebrd.com/respond/546674338Y

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ და გამოხატოთ ინტერესი, ელექტრონულად, ზემოთ მოცემულ ბმულზე.

მყარი ნარჩენების მართვის ინტეგრირებული პროგრამა II კახეთისა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონები საქართველო

წინასაკვალიფიკაციო შერჩევის ტენდერის გაუქმება

01.08.2022წ

ქვეყანა: საქართველო

დაფინანსება: KfW რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი

ტენდერის ნომერი: BMZ 2015 68 260 / KfW 506739

ტენდერის საგანი: სამშენებლო სამუშაოების წინასაკვალიფიკაციო შერჩევა

დაგეგმილი სამუშაოები:

სამეგრელო-ზემო სვანეთი (SZS) – ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა, ზუგდიდი და ფოთი – არსებული ნაგავსაყრელების დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი 3 სადგურის მშენებლობა.

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები

შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ

30/06/2022

ქვეყანა: საქართველო

დაფინანსება: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW)

შესყიდვის Nr.: 507997

BMZ Nr: 2015 68 260

მითითება: კონტრაქტის მინიჭების შესახებ შეტყობინება კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი აღჭურვილობის (ნაგავმზიდები, კონტეინერები) და ქაღალდის/მუყაოს რეციკლირების საპილოტე პროექტებისთვის

KfW-ის შესყიდვების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით (2019 წლის იანვრის ვერსია, განახლებულია 2021 წლის იანვარში) მუხლი 2.5.14.

ლოტი 1 და ლოტი 3

გამარჯვებული კონტრაქტორის სახელწოდება და ქვეყანა GT Group LLC, საქართველო
ხელშეკრულების ვადები 28/06/2022 – 28/07/2023
ხელშეკრულების თანხა ლოტი 1 – 3,488,397.30 ევრო

ლოტი 3 – 861,242.00 ევრო

ლოტი 2

გამარჯვებული კონტრაქტორის სახელწოდება და ქვეყანა Elkoplast CZ, s.r.o, ჩეხეთის რესპუბლიკა
ხელშეკრულების ვადები 28/06/2022 – 28/11/2022
ხელშეკრულების თანხა 1,384,149.00 ევრო

სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შესყიდვა 

ოლო ვადა2022 წლის 31 მარტი 15:00 სთ თბილისის დროით (12:00 სთ ინგლისის დროით)

ქვეყანა: საქართველო

EBRD შესყიდვის N°: 19936233

წინასაკვალიფიკაციო შერჩევა

შემსყიდველი: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“

პროექტი:  „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი “

პროექტის აღწერა:

ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მყარი ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტის მიზანია ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება აღნიშნული რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი) და აღნიშნული მუნიციპალიტეტების აღჭურვას ნარჩენების შეგროვების და ქუჩის დასუფთავებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.

შესასყიდი მომსახურება

შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების მომსახურება მოიცავს ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  მშენებლობას (2 უჯრედს), გამწმენდი ნაგებობის, გაზის შემკრები სისტემისა და 1.8 კმ მისასვლელი გზის მოწყობას, რომელიც  მოემსახურება ქვემო ქართლის რეგიონში
შემავალ 5 მუნიციპალიტეტს (მარნეული, დმანისი, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა).

გამოცდილი კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევა განხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შესყიდვების ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, შემდეგ ბმულზე:

https://ecepp.ebrd.com/delta/project/buyer/displayNotice.html?id=19936384&type=InvitationForPrequalification

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ და გამოხატოთ ინტერესი მხოლოდ ელექტრონული სახით ზემოთ მოცემულ ბმულზე.

ნარჩენების შეგროვებისა და ქუჩის დასუფთავების სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესყიდვა

ქვეყანა

საქართველო

წანადადებების შემოტანის ბოლო ვადა:

2022 წლის 14 მარტი

სათაური:

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სატვირთო მანქანებისა და კონტეინერების, ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა.

ტენდერი No.:

507997

პროექტის სახელი:

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II  კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის

შეტყობინების ტიპი:

საერთაშორისო ტენდერი საქონლის შესაძენად

ტენდერის ფარგლებში შესასყიდი საქონლის/მომსახურების მოკლე აღწერა:

ნარჩენების შეგროვებისა და ქუჩის დასუფთავების სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესყიდვა. ტენდერი დაყოფილია ლოტებად.

ლოტი 1: სხვადასხვა სახისა და მოცულობის ნარჩენების შემგროვებელი სატვირთო მანქანების; ქუჩის მექანიკური საწმენდი მანქანების (2); სეპარირების საპილოტე პროექტისთვის მუყაოს და ქაღალდის დასაპრესი მანქანისა (2) და საწყობის ავტოდამტვირთველის მიწოდება (2);

ლოტი 2: სხვადასხვა მოცულობისა  (1100 ლიტრი, 240 ლიტრი და 120 ლიტრი) და სხვადასხვა სახის ნარჩენებისათვის კონტეინერების მიწოდება; ქუჩის დასუფთავების ტექნიკის (ქუჩის დასასუფთავებელი ურიკები, ნარჩენების მცირე მოცულობის ურნები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა უნიფორმები) მიწოდება.

ლოტი 3: პიკაპები

მონაწილეებს უფლება აქვთ წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები, როგორც ცალკეულ ლოტზე, ასევე  ნებისმიერი ლოტების კომბინაციით, ან ყველა ლოტზე.

ტენდერთან დაკავშირებით შემოსულ კითხვებზე პასუხები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: ბმული 1 / ბმული 2.

დეტალური ინფორმაციისათვის და სატენდერო დოკუმენტების გამოსათხოვად,  გთხოვთ, მიმართოთ პროექტის კოორდინატორს – თამარ ძიმისტარიშვილის t.dzimistarishvili@hotmail.com

             

                               

 სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შესყიდვა 

ბოლო ვადა2021 წლის 1 ივნისი 12:00

ქვეყანა: საქართველო

საიდ.-N°: BMZ 2015 68 260

წინასაკვალიფიკაციო შერჩევა

პროექტი: საერთაშორისო, ღია ტენდერის წინასაკვალიფიკაციო შერჩევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის „კახეთისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“-ის ფარგლებში

შემსყიდველი: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“

პროექტის აღწერა: პროექტის მთავარი მიზანია კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 2 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობა და აღჭურვა; ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მშენებლობა და აღჭურვა; მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო, ნარჩენების შეგროვების და ქუჩების დასუფთავების ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა და გადაცემა; რეგიონებში არსებული 7 ნაგავსაყრელის დახურვა; კახეთში საპილოტე კომპოსტირების საწარმოს მოწყობა.

შესასყიდი მომსახურება შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების მომსახურება მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქ. ზუგდიდის მახლობლად, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  მშენებლობას, 2 (ზუგდიდისა და ფოთის) არსებული ნაგავსაყრელების დახურვას და 3 ნარჩენების გადამტვირთავი ობიექტის (სადგურის) მოწყობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლებიც მოემსახურებიან სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს. არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა დაგეგმილია ზუგდიდის არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფ. დიდი ნეძის მიმდებარედ.

გამოცდილი კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევა მოხდება დოკუმენტით “პარტნიორ ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების, სამუშაოების, ნაგებობის, საქონლისა და არა საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ დადგენილი ნორმებით (იხ. https://www.kfw-entwicklungsbank.de/PDF/Download-Center/PDF-Dokumente-Richtlinien/Vergaberichtlinien-2019-Englisch-Internet_2.pdf). ხელშეკრულება დაიდება კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის მყარი ნარჩენების მართვის სფეროში, გააჩნია საქმიანობის გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ იმეილზე: t.dzimistarishvili@hotmail.com

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სექტორული კვლევა, საკონსულტაციო მომსახურება

წინასაკვალიფიკაციო შერჩევა

 ქვეყანა:საქართველო

საიდ.-N°: BMZ201765189

შემსყიდველი: შპს:საქარველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”

ბოლო ვადა: 17 ივნისი, 2019

ვრცლად სანახავად დააჭირეთ აქ>>>>>>>>>

სამშენებლო მომსახურება მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით

ბოლო ვადა: 2017 წლის 24 აგვისტო

ქვეყანა: საქართველო

საიდ.-N°: BMZ 2011 66 479

წინასაკვალიფიკაციო შერჩევა

იდენტ.: საერთაშორისო, ღია ტენდერი „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტისათვის

შემსყიდველი: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“

პროექტის საქმიანობა: პროექტის მთავარი კომპონენტებია ქ. ქუთაისის მახლობლად ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის საინჟინრო პროექტის შემუშავება და მშენებლობა (რომელიც ჩაანაცვლებს ქუთაისის არსებულ ნაგავსაყრელს), ასევე პროექტის რეგიონის მოცილებულ ადგილებში ხუთი გადამტვირთი სადგურის მოწყობა და რვა ნაგავსაყრელის დახურვა-მოწესრიგება.

შესასყიდი მომსახურება:  შესასყიდი მომსახურება მოიცავს საქართველოში, ქ. ქუთაისის მახლობლად ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას, რომელიც მოემსახურება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. ნაგავსაყრელის მშენებლობა დაგეგმილია ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც ქ. ქუთაისიდან აღმოსავლეთით 8 კმ-ში, სოფელ ჭოგნარსა და სოფელ გოდოგანს შორისაა განლაგებული. სატენდერო სამუშაოები მოიცავს: ფაზა 1-ის მშენებლობას (დაახლ. 5.4ჰა), რომლის ექსპლუატაციის ვადა 7 წელია, ხოლო ტევადობა – 800,000 მ³ (სანიტარული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის საერთო ვადა 20 წელია, ხოლო ტევადობა – 2.2 მილიონი მ³). კერძოდ, სამუშაოები მოიცავს: სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას, მათ შორის მისი ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების (ადმინისტრაციული შენობა, ავტოფარეხი და მიმღები საკონტროლო პუნქტი), ნაგავსაყრელის გამონაჟონისა და აირების შეკრება-დამუშავების სისტემებისა და სხვათა მოწყობას. აპლიკანტს უნდა გააჩნდეს მშენებლობის, მათ შორის ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობის, კონტრაქტის მართვის, ასევე გარემოზე, სოციალურ სფეროზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების პოტენციალის მქონე პროექტების განხორციელების გამოცდილება.

გამოცდილი კონსულტანტების წინასაკვალიფიკაციო შერჩევა მოხდება დოკუმენტით „სახელმძღვანელო მითითებები ფინანსური თანამშრომლობის პროექტებისათვის კონსულტანტების დაქირავებისათვის“ დადგენილი ნორმებით (იხ. www.kfw-entwicklungsbank.de). ხელშეკრულება დაიდება დამოუკიდებელ საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელსაც მყარი ნარჩენების მართვის სფეროში და რეგიონში საქმიანობის გამოცდილება გააჩნია და უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სულ მცირე 10 (ათი) მილიონი ევროს ბრუნვა აქვს. ეს უკანასკნელი დაითვლება, როგორც მიმდინარე და/ან დასრულებული პროექტებიდან მიღებული, დადასტურებული წლიური გადახდების ჯამი.  დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://waste.gov.ge, ან მოგვწერეთ: info@waste.gov.ge