ურეკის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია
waste_gov_en 2014-08-27T18:03:20+00:00საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის ინიციატივით დაბა ურეკის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, გურიის გუბერნატორთან, გიორგი ჩხაიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად მიიღო. ღონისძიებაში "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის", გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები [...]