დავით შავლიაშვილმა და გიორგი შუხოშვილმა ქუთაისისა და ზუგდიდის ნაგავსაყრელები დაათვალიერა

დავით შავლიაშვილმა და გიორგი შუხოშვილმა ქუთაისისა და ზუგდიდის ნაგავსაყრელები დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა და სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, მინისტრმა და შ.პ.ს. „საქართველოსმყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგიშუხოშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალური ნაგავსაყრელები მოინახულეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში მდებარე მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთლმოწყობის პროექტის ფარგლებში, შემოიღობა  ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი.  ასევე, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი და 60-ტონიანი სამანქანე სასწორი.მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული და განხორციელდა ტერიტორიის ელექტროფიცირება.

გარდა ამისა, პოლიგონზე განთავსდა თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შემდგომში შეტანილი მყარინარჩენები გადაიფარება. გადანაყრები და საიზოლაციო ფენა, ბულდოზერის მეშვეობით, პერმანენტულად შემკვრივდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობის შედეგად,საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით, უსაფრთხოდ განთავსდება.მისი შემდგომი ექსპლუატაცია კი ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების პრევენციას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, ასევე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან,  ზაზა მეფარიშვილთან და ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად,  იმერეთის რეგიონული  ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა.   პოლიგონი ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე, ნიკეას ქუჩის მიმდებარედ, 150962 კვ/მ- ფართობზეა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით დაწყებულია ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტების შერჩევა, რომლებიცნაგავსაყრელის პროექტსა და დიზაინს შეიმუშავებენ. ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა  2014-2017 წწ განხორციელდება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ქუთაისში დღესმოქმედი  ნაგავსაყრელი დაიხურება.

2014-08-12T18:03:08+00:00