დღეს, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადდა მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე საქართველოს შერჩეულ ორ რეგიონში (კახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი) მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადების მიზნით საკონსულტაციო მომსახურებების გაწევაზე.
საკონსულტაციო მომსახურებების მიზანია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელებისა და მყარი ნარჩენების გადამუშავების სხვა სისტემების მშენებლობის მომზადება. ასევე, ტექნიკური, ფინანსური, ინსტიტუციონალური და სოციო-ეკონომიკური ჩარჩოს შეფასება და მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის კონცეფციის და შესაბამისი მომსახურებების წარმოდგენა, სათბურის გაზის გამოყოფის შემცირების პოტენციალის შეფასება რეგიონული მყარი ნარჩენების მართვის სისტემებისთვის.
ყველა ღონისძიება გატარდება პროექტის არეალში არსებული გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციის გათვალისწინებით. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები შეფასდება ერთობლივად შპს `საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა” (SWMCG) და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) მიერ.