ზუგდიდის ნაგავსაყრელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ზუგდიდის ნაგავსაყრელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

2014 წლის 30 ივლისს შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, კობა ქანთარიამ, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინაძეს განახლებული რეაბილიტირებული ნაგავსაყრელი მოინახულეს.

სოფელ დიდინაძეს მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ საკუთრებაში 2013 წელს გადავიდა. პოლიგონის კეთლმოწყობის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა რიგი სამუშაოები: ნაგავსაყრელის ტერიტორია შემოიღობა, მასზე განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი; ასევე, ადგილზე დამონტაჟდა 60-ტონიანი სამანქანე სასწორი; მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება; მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. გარდა ამისა, პოლიგონზე განთავსდა თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შეტანილი ნარჩენები გადაიფარება. გადანაყრები და საიზოლაციო ფენა, ბულდოზერის მეშვეობით, პერმანენტულად შემკვრივდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამიერიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით, განთავსდება უსაფრთხოდ. ნაგავსაყრელის შემდგომი ექსპლუატაცია ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების პრევენციას.
2014-08-11T16:52:11+00:00