Yearly Archives: 2021

სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიგნებები მოსახლეობას გააცნეს

2022-01-25T09:34:33+00:00

27/12/2021 - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს  გარემოზე ზემოქმედების შეფასების  (გზშ) მიგნებების შესახებ ანგარიში გააცნო (ანგარიშის მოკლე მიმოხილვის ბროშურა აქ). საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა და კონსულტანტებმა შეხვედრის მონაწილეებს [...]

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრები გამართა

2021-12-10T14:28:31+00:00

9/12/2021 -  8-9 დეკემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან და ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის) ასაშენებელი ადგილმდებარეობის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის წარმომადგენლებთან. 8 დეკემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და [...]

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთსა და ოზურგეთს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკა გადასცა

2021-12-05T18:57:55+00:00

05/12/2021 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები გადასცა. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ სპეციალურ ტექნიკა და კონტეინერები ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში, შავი ზღვის სანაპიროს, მასში ჩამავალი მდინარეებისა და მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შეიძინა. მუნიციპალიტეტებს, სულ, გადაეცათ 8 ნაგავმზიდი, [...]

კომპანია კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერზე განაცხადების შემოტანის ვადას ახანგრძლივებს

2021-12-02T20:34:41+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სატვირთო მანქანებისა და კონტეინერების, ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერზე განაცხადების შემოტანის ვადას ახანგრძლივებს 20 დეკემბრამდე. ტენდერის განცხადება იხილეთ ბმულზე. ტენდერთან [...]

საზოგადოების მონაწილეობით, იმერეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისთვის შესაფერისი ადგილი შეირჩა

2021-11-30T08:25:16+00:00

07/10/2021 - იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ობიექტის მშენებლობისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილის გამოვლენის მიზნით, 23 აგვისტოს გაიმართა ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის (SAC) შეხვედრა. კომიტეტი შედგებოდა რეგიონული სამუშაო ჯგუფის წევრებისა (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ), ადგილობრივი ფერმერებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ცხოვრობენ ადგილმდებარეობის შერჩევის ანგარიშის მიხედვით გამოვლენილ ორ პოტენციურ [...]

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ნარჩენების აღრიცხვის ახალ პროგრამას ნერგავს

2021-09-28T13:15:21+00:00

28/09/2021 - საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტებზე შემოსული ნარჩენების რეგისტრაციის პროცესის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კერძოდ მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის (MIS) დანერგვა დაიწყო.  ახალი სისტემა კომპანიას საშუალებას მისცემს მიღებული ნარჩენები უფრო ეფექტურად აღრიცხოს. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, კომპანიას შესაძლებლობა ექნება მუნიციპალიტეტებსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს [...]

იმერეთში საჯარო საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

2021-07-30T15:27:54+00:00

29-30 ივლისს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში, ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში საჯარო საინფორმაციო შეხვედრები გამართა. პროექტი მოიცავს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის აშენებასა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობას. აღნიშნულ რეგიონებში  ყველა არსებული ნაგავსაყრელი ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. საქართველოს მყარი [...]

საზოგადოების ჩართვა კახეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესში

2021-07-19T10:26:24+00:00

19/07/2021 - "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ (ISWM) პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია იწყებს "ინფორმირება - მოწვევა - ჩართვა" მიდგომის განხორციელებას, რომლის მთავარი მიზანია, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისთვის ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესში, საზოგადოების აქტიური ჩართვა. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, გაიმართა რეგიონული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და [...]

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესი

2021-07-19T10:24:23+00:00

16/07/2021 - საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს ყველა არსებული ნაგავსაყრელის ეტაპობრივ დახურვას და მათ ჩანაცვლებას ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით. აღნიშნული სტრატეგიის გათვალისწინებით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის აშენდება ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული ობიექტი და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი. რეგიონში ნარჩენების მართვის თანამედროვე ქსელი სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და არსებულ 8 ძველ ნაგავსაყრელს ჩაანაცვლებს. [...]

კახეთის რეგიონის სოფლების, ბაკურციხისა და ჩალაუბანის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2021-02-19T10:49:21+00:00

12/02/2021- საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია , „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონისთვის ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბაკურციხისა და ჩალაუბნის მოსახლეობას შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო ევროპული სტანდარტების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროექტის სტატუსის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, შერჩეული სავარაუდო ტერიტორიების  შესახებ დისკუსიის გამართვა და შესაბამისად, [...]