კომპანია კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერზე განაცხადების შემოტანის ვადას ახანგრძლივებს

კომპანია კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერზე განაცხადების შემოტანის ვადას ახანგრძლივებს

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სატვირთო მანქანებისა და კონტეინერების, ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერზე განაცხადების შემოტანის ვადას ახანგრძლივებს 20 დეკემბრამდე.

ტენდერის განცხადება იხილეთ ბმულზე.

ტენდერთან დაკავშირებით შემოსულ კითხვებზე პასუხები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: ბმული 1 / ბმული 2 / ბმული 3/ბმული 4/ ბმული 5.

იხილეთ სატენდერო დოკუმენტის დანართი.

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II მოიცავს კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროსტანდარტების შესაბამისი, ობიექტების მშენებლობას. რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელელბი ეტაპობრივად დაიხურება, მათ ახალი ობიექტები და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი სრულად ჩაანაცვლებს. მუნიციპალიტეტები აღიჭურვება ნარჩენების შესაგროვებელი, დასუფთავებისა და სპეციალური ტექნიკით. ნარჩენების თანამედროვე სისტემაზე გადასვლა რეგიონში მკვეთრად გააუმჯობესებს სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობად.

პროექტი ხორციელდება საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

2021-12-02T20:34:41+00:00