Monthly Archives: ივნისი 2015

გიორგი შუხოშვილმა საქართველო-ესპანეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში პრეზენტაცია წარადგინა

2015-06-24T10:17:08+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა - გიორგი შუხოშვილმა "საქართველო-ესპანეთის მრავალმხრივი პარტნიორობი"-ს შეხვედრების ფარგლებში კომპანიის საქმიანობის შესახებ  პრეზენტაცია წარადგინა . "საქართველო-ესპანეთის მრავალმხრივი პარტნიორობი"-ს შეხვედრა თბილისში, ესპანეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოსა (ICEX) და ესპანეთის საელჩოსთან არსებული ეკონომიკური და კომერციული ოფისის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა [...]

გიორგი შუხოშვილი იაპონელ ინვესტორებს შეხვდა

2015-06-18T10:44:59+00:00

შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი თანამშრომლებთან ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს „JICA“- ს ინიციატივით მოწვეულ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის (JICS ) ბიზნესის განვითარების ოფისის დირექტორს, მასაჰიტო სამინოსა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილა ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. დაიგეგმა იაპონიის მთავრობის გრანტით, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების საპილოტე პროგრამის დაფინანსება. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ნარჩენების [...]

შეხვედრები “ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის” პროექტის განმახორციელებელ გერმანულ კომპანია ERM-ის წარმომადგენლებთან

2015-06-17T08:12:20+00:00

„ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,“ მისი დირექტორის, გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრები გამართა .შეხვედრებს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ტენდერში გამარჯვებული პროექტის განმახორციელებელი გერმანული კომპანიის –ERM წარომადგენლები. ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში კომპანია ERM-თან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტის მომსახურების გაწევის შესახებ. შემაჯამებელ შეხვედრაზე კი განიხილა პროექტისა და ახალი [...]

ბოლნისის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-06-03T08:08:52+00:00

დღეს, გიორგი შუხოშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. ბოლნისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს 1978 წლიდან; მისი ფართობი შეადგენს 50316.34 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შედის დაახლოებით 15.6 მ³ ნარჩენი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან. ბოლნისის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი [...]