შეხვედრები “ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის” პროექტის განმახორციელებელ გერმანულ კომპანია ERM-ის წარმომადგენლებთან

შეხვედრები “ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის” პროექტის განმახორციელებელ გერმანულ კომპანია ERM-ის წარმომადგენლებთან

„ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,“ მისი დირექტორის, გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრები გამართა .შეხვედრებს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ტენდერში გამარჯვებული პროექტის განმახორციელებელი გერმანული კომპანიის –ERM წარომადგენლები.

ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში კომპანია ERM-თან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტის მომსახურების გაწევის შესახებ. შემაჯამებელ შეხვედრაზე კი განიხილა პროექტისა და ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დეტალები .

გერმანული საკონსულტაციო კომპანიის –ERM წარმომადგენლებმა თავად მოინახულეს ქუთაისში, ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ჩატარებული განაღმვითი სამუშაოები. ასევე, შეირჩა შესაბამისი ადგილები ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოსაწყობად.

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ქუთაისში. ქუთაისის ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება.

2015-06-17T08:12:20+00:00