საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა – გიორგი შუხოშვილმა “საქართველო-ესპანეთის მრავალმხრივი პარტნიორობი”-ს შეხვედრების ფარგლებში კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა .
“საქართველო-ესპანეთის მრავალმხრივი პარტნიორობი”-ს შეხვედრა თბილისში, ესპანეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოსა (ICEX) და ესპანეთის საელჩოსთან არსებული ეკონომიკური და კომერციული ოფისის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა მრავალმხრივი ფონდების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობის მიზნით.
მრავალმხრივი პარტნიორობის შეხვედრა ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს შეხვდნენ და გაეცნონ წამყვან ესპანურ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ დიდი გამოცდილება ისეთ სფეროებში როგორიცაა: ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და გარემოს დაცვა.
აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლასა და ცოდნის გაღრმავებას. ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის პერსპექტივას.