შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი თანამშრომლებთან ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს „JICA“- ს ინიციატივით მოწვეულ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის (JICS ) ბიზნესის განვითარების ოფისის დირექტორს, მასაჰიტო სამინოსა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილა ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. დაიგეგმა იაპონიის მთავრობის გრანტით, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების საპილოტე პროგრამის დაფინანსება. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის კვლევასა და რეკომენდაციების შემუშავებაზე. განიხილა კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ტექნიკური დახმარების კომპონენტის განხორციელება.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია Clean System Co-ს პრეზიდენტი ტაკაში სუძუკი და Carbon Free Consulting Co-ს პრეზიდენტი ტაკეში ნაკანიში.