სიახლეები

რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

2016-05-27T07:44:42+00:00

27-05-2016 რუსთავში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერა. რუსთავის ნაგავსაყრელი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას მართვაში 2015 წელს გადმოეცა. იმ დროისთვის, ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ნაგავსაყრელზე ქალაქ რუსთავიდან და გარდაბნიდან ყოველთვიურად დაახლოებით 2 957 ტონა ნარჩენი შედის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს [...]

ახალი ტექნიკა რეგიონებში

2016-05-19T07:44:56+00:00

19-05-2016 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონებში გასანაწილებლად ნარჩენების დამტვირთველი სპეცტექნიკა (YTO Zl50F)  შეიძინა.   შეძენილი ტექნიკა,  ნაგავსაყრელების ოპერირების გაუმჯობესებისა და  სამუშაოების ეფექტურად შესრულების მიზნით ქუთაისისა და ხაშურის  განახლებულ პოლიგონებს მოემსახურება. ნარჩენების დამტვირთველი ტექნიკის საერთო ღირებულებამ 288 400 ლარი შეადგინა.

ქართული დელეგაცია გერმანიაში

2016-10-03T11:21:19+00:00

31-05-2016 - საქართველო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, კომპანიისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ნარჩენების მართვის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო გამოფენას [...]

ზესტაფონის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე დახურვის სამუშაოები დასრულდა

2016-05-04T07:13:44+00:00

04/05/2016 -      ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულებულია. ადგილზე არსებული ვითარება, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან ერთად დაათვალიერა. შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას.  წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული [...]

„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“

2016-10-03T11:31:59+00:00

28/04/2016- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ აქცია „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში  ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიროტიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე  ნოდარ მიქიაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქციას, ასევე, „ქუთაისის სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა და [...]

„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“

2016-04-28T07:58:59+00:00

28/04/2016- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ აქცია „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში  ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიროტიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე  ნოდარ მიქიაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქციას, ასევე, „ქუთაისის სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა და [...]

შეხვედრები ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში

2016-04-15T18:28:22+00:00

15-04-2016  - საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი (PEM) რენე ბოსტენი ქ. ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის პოლიგონის მშენებლობასთან დაკავშირებულ წინა მოსამზადებელ პროცესებზე და სხვა ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს. კომპანიის წარმომადგენლები მოგვიანებით ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ და  დაგეგმილი პროექტის დეტალები [...]

“მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” რეგიონებისთვის სპეცტექნიკა შეიძინა

2016-03-24T10:04:30+00:00

24–03–2016 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ რეგიონებში გასანაწილებლად  6 ერთეული სპეცტექნიკა –  ბულდოზერი (YTO-T80)  შეიძინა. ტექნიკა, სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ქ.დმანისის, სტეფანწმინდას, თიანეთის, ასპინძის, ჩოხატაურისა და ონის მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს  მოემსახურება. შეძენილი ტექნიკის  საერთო ღირებულებამ  589 950 ლარი შეადგინა.

სტეფანწმინდას განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2016-03-16T06:59:36+00:00

16/03/2016 -გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტეფანწმინდაში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. სტეფანწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელი   2000 წლიდან ფუნქციონირებს; მისი ფართობი შეადგენს 21 429.00 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე  დაახლოებით  554 მ³ ნარჩენი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის. სტეფანწმინდის  მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში 2013 [...]

რუსთავის ნაგავსაყრელზე მავნე აირების საზომ ახალ ხელსაწყოს გამოცდიან

2016-03-11T07:51:57+00:00

11/03/2016 - ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“, USAID- ის პროექტის  ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’   - ფარგლებში სათბურის გაზების ემისიების საზომი ხელსაწყო გადმოეცა. აღნიშნულ ხელსაწყოს პირველად  რუსთავის ნაგავსაყრელზე გამოცდიან და გამოიყენებენ. პროექტის  ფარგლებში კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით საბაზისო კვლევას ითვალისწინებს.  შემუშავებული  მონაცემები გამოყენებული იქნება ნაგავსაყრელების დახურვისა და [...]

ჩოხატაურს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2016-02-18T08:00:29+00:00

02/18/2016 -ჩოხატაურში, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურიის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად დაათვალიერა. ნაგავსაყრელი, რომელიც  11 970.00 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ჩოხატაურისა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 330 მ³  ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მოეწყო ობიექტის შიდა გზები, მოხდა ტერიტორიის [...]

შეხვედრა „მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებზე

2016-02-16T09:38:25+00:00

     02/16/2016 - დღეს  რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს  შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’’ დირექტორმა,  გიორგი შუხოშვილმა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW)  წარმომადგენლებთან ერთად „მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.      შეხვედრაზე განიხილეს   მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებასთან დაკავშირებული  ახალი საკანონმდებლო ცვლილებები.  ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მაგალითზე განიხილეს  ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების [...]