შეხვედრები ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში

შეხვედრები ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში

15-04-2016  – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი (PEM) რენე ბოსტენი ქ. ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის პოლიგონის მშენებლობასთან დაკავშირებულ წინა მოსამზადებელ პროცესებზე და სხვა ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს. კომპანიის წარმომადგენლები მოგვიანებით ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ და  დაგეგმილი პროექტის დეტალები განიხილეს. პროექტი 2014 -2018 წლებში ახალი რეგიონული პოლიგონის მშენებლობას ითვალისწინებს. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მოსახლეობას პროექტის საინფორმაციო ბიულეტინები დაურიგდა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისთან ახლოს აშენდება პირველი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული პოლიგონი, რომელიც იმერეთისა და რაჭა – ლეჩხუმის ასევე ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება.

2016-04-15T18:28:22+00:00