სიახლეები

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე

2014-08-11T16:51:03+00:00

დღეს, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადდა მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე საქართველოს შერჩეულ ორ რეგიონში (კახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი) მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადების მიზნით საკონსულტაციო მომსახურებების გაწევაზე. საკონსულტაციო მომსახურებების მიზანია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელებისა და მყარი ნარჩენების გადამუშავების სხვა სისტემების მშენებლობის მომზადება. ასევე, ტექნიკური, ფინანსური, ინსტიტუციონალური და სოციო-ეკონომიკური [...]

გურიის რეაბილიტირებული ნაგავსაყრელები

2014-07-22T16:50:05+00:00

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ და შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა  გურიის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად,  ოზურგეთის რეაბილიტირებული ნაგავსაყრელი მოინახულეს. ქ. ოზურგეთის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“  საკუთრებაში 2013 წელს გადავიდა. პოლიგონის კეთლმოწყობის პროექტის ფარგლებში, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, [...]

შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან

2014-06-26T16:48:56+00:00

დღეს “ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის” (ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირი, EBRD) ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს,  ბანკის მიერ შერჩეულ საკონსულტაციო ფირმა COWI-ის ექსპერტებსა და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განხილული იქნა ქვემო ქართლში ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული  სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობისა და არსებული ნაგავსაყრელის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით [...]

ფოთში ნაგავსაყრელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

2014-06-26T16:47:24+00:00

ფოთში ნაგავსაყრელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ვასილ თოდუამ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ნარჩენების მართვის ექსპერტებთან ერთად, ქალაქ ფოთში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის პირველადი საექსპლუატაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ დროისთვის ნაგავსაყრელზე შეყვანილია ნარჩენების გადასაადგილებელი მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი [...]

ქუთაისის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის ფინალური ეტაპის სამუშაოების მონახულება

2014-06-14T15:53:21+00:00

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა, გუბერნატორის მოადგილემ, ალექსანდრე იოსებაშვილმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნოდარ მიქიაშვილმა და ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ, ქუთაისში მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის ფინალური ეტაპის სამუშაოები დაათვალიერეს. ქუთაისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში 1956 წელს შევიდა. პოლიგონი ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე, ნიკეას [...]

ქუთაისის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის ფინალური ეტაპის სამუშაოები მოინახულეს

2014-06-13T15:51:46+00:00

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა,  ელგუჯა ხოკრიშვილმა,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა,გიორგი შუხოშვილმა, იმერეთის  გუბერნატორმა,  ზაზა მეფარიშვილმა, გუბერნატორის  მოადგილემ,  ალექსანდრე იოსებაშვილმა,  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა,ნოდარ მიქიაშვილმა და ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ, ქუთაისში მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის ფინალური ეტაპის  სამუშაოები დაათვალიერეს. ქუთაისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში 1956 წელს შევიდა. პოლიგონი ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე, ნიკეას ქუჩის მიმდებარედ, 150962,28 კვ/მ- [...]

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე

2014-06-09T15:51:00+00:00

დღეს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადდა მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე , პროექტის ორი მიმართულებით: განმახორციელებელი კონსულტანტი (IC) დაეხმარება პროექტის განმახორციელებელ სააგენტოს (EA) ახალი ნაგავსაყრელის ადგილისა და გადამტვირთი სადგურების, მათ შორის – დიდ მანძილზე გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების  დაგეგმვის, ტენდერების ორგანიზების,  ასევე ზოგადად პროექტის განხორციელების საკითხებში და დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი (AMC), რომლის ჩართულობაც ამ პროექტში  ევროკავშირის სამეზობლო [...]

გორის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

2014-06-07T15:50:09+00:00

დღეს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, დირექტორის მოადგილე ანდრია დვალი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მუნიციპალიტეტის საექსპლუატაციოდ მომზადებული  ნარჩენების ნაგავსაყრელის გახსნაზე იმყოფებოდნენ. გორის მუნიციპალური ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა და ამ დროისთვის სრულად მოწესრიგდა. პოლიგონის მოწესრიგებისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით, 2013 წელს გამოცხადდა კონკურსი პროექტირებაზე, ამავე წლის 11 [...]

ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელები კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში KfW-ს ხელშეწყობით მოეწყობა

2014-06-05T15:44:43+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტი კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინტეგრირებული მართვისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაფინანსებას ითვალისწინებს. გერმანიის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ევა ვიტმა და აღმოსავლეთ [...]

ქუთაისის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა გრძელდება

2014-05-29T15:43:26+00:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ქუთაისის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელზე მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ნაგავსაყრელზე გადის მაღალი ძაბვის ელექტროსადენების ბოძები, რომლებიც, იმ დროისთვის, როცა ნაგავსაყრელი სამართავად „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ გადაეცა, 10 მეტრ სიმაღლემდე ნაგვით იყო დაფარული. ნაგავსაყრელის მართვის [...]

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონებისთვის სპეცტექნიკა შეიძინა

2014-05-22T15:42:23+00:00

შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ“ რეგიონებში გასანაწილებლად 16 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. ნაგვის გადამტანი სპეციალური დანით აღჭურვილი ბულდოზერები “YTO”- ს (მოდელი YD 160), რომელიც კომპანიამ ოფიციალურად გამოცხადებული ტენდერის შედეგად შეარჩია, ფოთის პორტში ჩამოიტვირთა. სპეცტექნიკის მიღებისა და განბაჟების პროცესს თვალყურს ადევნებდნენ შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, დირექტორის მოადგილე, ანდრია დვალი და კომპანიის სხვა [...]

ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკი (EBRD) -ის ექსპერტების ვიზიტი

2014-05-13T15:41:20+00:00

დღეს საქათველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში შედგა შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან და ბანკის მიერ შერჩეულ უცხოელ ექსპერტთა (cowi) ჯგუფთან. სამუშაო შეხვედრის დროს განხილული იქნა ქვემო ქართლში დაგეგმილი რეგიონული ნაგავსაყრელის წინასწარი შეფასების დოკუმენტის შექმნისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და დაიგეგმა რეგიონში გასვლა და ადგილებზე მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შეფასება შესწავლა.