შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან

შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან

დღეს “ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის” (ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირი, EBRD) ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს,  ბანკის მიერ შერჩეულ საკონსულტაციო ფირმა COWI-ის ექსპერტებსა და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განხილული იქნა ქვემო ქართლში ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული  სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობისა და არსებული ნაგავსაყრელის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დახურვის მიზნით ექსპერტების მიერ ჩატარებული  წინასწარი კვლების შედეგები. 2014 წლის შემოდგომისათვის დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტის მომზადება/წარდგენა, რომლის საფუძველზეც 2015 წლიდან განხორციელდება სამშენებლო და დახურვის სამუშაოები. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2017 წლის დასაწყისისათვის.

2014-06-26T16:48:56+00:00