გორის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

გორის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

დღეს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, დირექტორის მოადგილე ანდრია დვალი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მუნიციპალიტეტის საექსპლუატაციოდ მომზადებული  ნარჩენების ნაგავსაყრელის გახსნაზე იმყოფებოდნენ. გორის მუნიციპალური ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა და ამ დროისთვის სრულად მოწესრიგდა.

პოლიგონის მოწესრიგებისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით, 2013 წელს გამოცხადდა კონკურსი პროექტირებაზე, ამავე წლის 11 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი მშენებლობაზე. დღეისათვის ნაგავსაყრელზე შემდეგი სამუშაოები განხორციელდა: პოლიგონზე განთავსებულია თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შეტანილი ნარჩენების გადაფარვა მოხდება. ამასთან, პერმანენტულად ხდება გადანაყრებისა და საიზოლაციო ფენის შემკვრივება ბულდოზერის მეშვეობით.

პოლიგონის მოწესრიგებისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით, ნაგავსაყრელის ტერიტორია შემოიღობა და განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი, ადგილზე დამონტაჟდა 60-ტონიანი სამანქანე სასწორი, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება, მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.

გორის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში უკვე შევიდა.

2014-06-07T15:50:09+00:00