შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ“ რეგიონებში გასანაწილებლად 16 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა.
ნაგვის გადამტანი სპეციალური დანით აღჭურვილი ბულდოზერები “YTO”- ს (მოდელი YD 160), რომელიც კომპანიამ ოფიციალურად გამოცხადებული ტენდერის შედეგად შეარჩია, ფოთის პორტში ჩამოიტვირთა.
სპეცტექნიკის მიღებისა და განბაჟების პროცესს თვალყურს ადევნებდნენ შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, დირექტორის მოადგილე, ანდრია დვალი და კომპანიის სხვა თანამშრომლები.
ახალი ბულდოზერები საქართველოს რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელების ოპერირებისათვის განაწილდება