გურიის რეაბილიტირებული ნაგავსაყრელები

გურიის რეაბილიტირებული ნაგავსაყრელები

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ და შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა  გურიის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად,  ოზურგეთის რეაბილიტირებული ნაგავსაყრელი მოინახულეს.
ქ. ოზურგეთის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“  საკუთრებაში 2013 წელს გადავიდა. პოლიგონის კეთლმოწყობის პროექტის ფარგლებში, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი. ასევე,  დამონტაჟდა 60-ტონიანი სამანქანე სასწორი, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება, მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული და სხვა.  გარდა ამისა, შეტანილი ნარჩენების გადაფარვის მიზნით, პოლიგონზე  თიხოვანი გრუნტის მარაგი განთავსდა. გადანაყრები და საიზოლაციო ფენა, ბულდოზერის მეშვეობით, პერმანენტულად შემკვრივდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად,  ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით,  უსაფრთხოდ განთავსდება. ნაგავსაყრელის შემდგომი ექსპლოატაცია ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობა ზემავნე ზემოქმედების პრევენციას.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, ასევე, დაბა ურეკში ახორციელებს შიდა გზების მოწყობის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების საიზოლაციო გრუნტით გადაფარვის სამუშაოებს.
2014-07-22T16:50:05+00:00