Monthly Archives: თებერვალი 2016

ჩოხატაურს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2016-02-18T08:00:29+00:00

02/18/2016 -ჩოხატაურში, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურიის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად დაათვალიერა. ნაგავსაყრელი, რომელიც  11 970.00 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ჩოხატაურისა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 330 მ³  ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მოეწყო ობიექტის შიდა გზები, მოხდა ტერიტორიის [...]

შეხვედრა „მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებზე

2016-02-16T09:38:25+00:00

     02/16/2016 - დღეს  რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს  შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’’ დირექტორმა,  გიორგი შუხოშვილმა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW)  წარმომადგენლებთან ერთად „მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.      შეხვედრაზე განიხილეს   მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებასთან დაკავშირებული  ახალი საკანონმდებლო ცვლილებები.  ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მაგალითზე განიხილეს  ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების [...]

ურეკში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

2016-02-13T08:51:04+00:00

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ურეკის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურა და გადამტვირთი სადგური მოაწყო. შესრულებული სამუშაოები შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურიის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ურეკის მუნიციპალური ნაგავსაყრელის ფართობი 13 305.00 მ²-ს შეადგენს. ყოველთვიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე [...]

ყვარელში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

2016-02-06T10:37:25+00:00

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურა. შესრულებული სამუშაოები კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ყვარლის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელიც 1981 წლიდან ფუნქციონირებდა,  „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში 2013 წელს გადმოეცა.  იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე [...]

თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება საკონსულტაციო კომპანიასთან- HPC

2016-02-01T10:06:24+00:00

„ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის’’  ფარგლებში შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“  დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტ კომპანიასთან (PIU) - HPC HARRESS PICKEL CONSULT AG მომსახურების გაწევის შესახებ. ხელმოწერას ასევე ესწრებოდნენ  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD),გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და  ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის [...]