„ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის’’ ფარგლებში შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტ კომპანიასთან (PIU) – HPC HARRESS PICKEL CONSULT AG მომსახურების გაწევის შესახებ.
ხელმოწერას ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD),გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსა და და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის განვითარების ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტის მიზანია ქვემო ქართლის ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა. ახალი ნაგავსაურელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი) და მოხდება მათი აღჭურვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.
პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგნს 11,5 მილიონ ევროს. მათ შორის:
- სესხი – 7 მილიონი ევრო (EBRD)
- გრანტი- 3 მილიონი ევრო (SIDA)
- ადგილობრივი კონტრიბუცია – 1,5 მილიონი ევრო
- პროექტის განხორციელების პერიოდი – 2015-2019