02/16/2016 – დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’’ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლებთან ერთად „მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები. ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მაგალითზე განიხილეს ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის პრინციპები და სეპარირება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები. იმსჯელეს ქვეყანაში მყარი ნარჩენების გადამუშავების პრობლემებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ევროკავშირის , გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) , EBRD-ის , SIDA-ს , USAID -ის წარმომადგენლები.