განახლებული ნაგავსაყრელი ონის მოსახლეობას
waste_gov_en 2015-11-26T10:31:03+00:00ონში, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პარმენ მარგველიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის გამგებელ, გიორგი ლობჯანიძესთან ერთად დაათვალიერა. ნაგავსაყრელი, რომელიც 4 103.00 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ონისა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 330 მ³ ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის [...]