„ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ მისი დირექტორის, გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით,პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის ფარგლებში უკვე მიღწეული შედეგები, სამომავლო გეგმები და პროექტთან დაკავშირებული დეტალები.
შეხვედრას ესწრებოდნენ, პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები – გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) , ტენდერში გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანიის – PEM , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლები.
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსთვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის მოწყობას ქალაქ ქუთაისში, რომელიც ასევე მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. პროექტი მოიცავს ქუთაისში, ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობასა და არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვას, ნარჩენების მოგროვებისა და ასევე ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებას.