„დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“

„დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“

    შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ მისი დირექტორის , გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა. კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები” ინიციატივით მოეწყო.

    კამპანიის ფარგლებში გამართული დასუფთავების აქციის მონაწილეებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

    დასუფთავების კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ 18, 19 და 20 სექტემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით მოეწყობა.

    2015-09-18T07:46:25+00:00