გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის დახურვის გეგმა

გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის დახურვის გეგმა

USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფაგლებში შემუშავდა გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის დახურვის გეგმა.

აღნიშნული გეგმის მიზანი იყო, წარმოედგინა პროექტირების საფუძველი და აქტივობები, ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად. პოლიგონზე ჩატარებული, დახურვის გეგმასთან დაკავშირებული კვლევები, მიზნად ისახავდა არსებული ნარჩენების მასის კონკრეტული ზემოქმედების გამოვლენას.

გეგმაში აღნიშნული პროცედურების განხორციელების ძირითადი მიზნებია; მყარი ნარჩენების კონსოლიდირება, იზოლირება და გადაფარვა, რის შედეგადაც, წყალარინების სისტემის გამოყენებით, ნარჩენების უხვნალექიან სეზონზე წყალთან კონტაქტის შემთხვევაში არ მოხდება ტერიტორიის დატბორვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: გიორგი შუხოშვილი – „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, ვილიამ ალთჰაუსი – ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში(WMTR) პროექტის დირექტორი (COP), ნინო შავგულიძე – ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში(WMTR) პროექტის დირექტორის მოადგილე, ალვერდ ჩანქსელიანი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი.

2015-09-30T09:15:10+00:00