ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები გადაეცა
waste_gov_en 2015-07-01T13:06:36+00:00საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 5 ნაგავმზიდი ავტომანქანა და 500 ნარჩენების შესაგროვებელი ლითონის ურნა გადასცა. ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები შავი ზღვის , კერძოდ, ურეკის, შეკვეთილისა და გრიგოლეთის სანაპირო-საკურორტო ზოლებსა და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება. აღნიშნული მანქანები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიძინა. [...]